პროფესიის არჩევას დღემდე არ ნანობს, რადგან ჯერ არც ერთხელ დამარცხებულა პაციენტის  გადარჩენისთვის ბრძოლაში. პროფესიის არჩევისას  გავლენა ოჯახმა იქონია,   რვა წლის ასაკიდან   უკვე ოცნებობდა  ექიმობაზე.

„ჩემი პირველი პაციენტი, სწორედ რვა წლის ასაკში იყო ჩიტი, რომლის გადარჩენაც სამწუხაროდ,  ვერ მოვახერხე. რვა წლის  ასაკიდანვე ვიცოდი, ერთადერთი საქმე რაც მინდოდა მეკეთებინა ეს ადამიანების გადარჩენა და დახმარება იყო. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩიტი იყო ჩემი უკანასკნელი პაციენტი, რომლის გადარჩენაც ვერ მოვახერხე.“

ყველაზე რთული გამოწვევა მისთვის, სამშობლოსგან  შორს ცხოვრება და  ოკუპანტ ქვეყანაში მუშაობა იყო.  ის  დღეს  უკვე საქართველოშია და  უამრავ ადამიანს ეხმარება.   უფასო ოპერაციებს ატარებს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც ქართველებისთვის ასევე აფხაზი მოსახლეობისთვის.

დღემდე არ ვწყვეტ კავშირს აფხაზეთთან. უამრავი ოპერაცია  ჩავატარეთ ჩვენი მოსახლეობისთვის, საქართველოს სხვადსხვა რეგიონსა  და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც  ჩავდივარ   მზად ვარ   აფხაზებსაც ისევე  დავეხმარო, როგორც  იქ მცხოვრებ ქართველებს, რადგან ექიმი პაციენტს არასოდეს ირჩევს.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *