აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით  აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სამხატვრო მასტერკლასი გაიმართა.

ახალგაზრდებმა დედაენის ბაღში, ცნობილ ქართველ მხატვართან ზურაბ გომელაურთან ერთად ფერწერული  ნამუშევრები შექმნეს.

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო უკვე მესამე წელია, რაც სამხატვრო მასტერკლასებს ატარებს და ის ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მონაწილეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები ტრადიციულად კალენდრის სახით გამოიცემა.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *