ქართული თეატრალური საზოგადოებისთვის ნათელა მუხულიშვილი  კარგადაა ცნობილი, გულწრფელი ემოციებით, პატრიოტული სულისკვეთებითა და  განსაკუთრებული კოლეგიალური დამოკიდებულებით. სრულიად ახალგაზრდა გოგონა, მაყურებელმა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გურჯაანის თეატრის სცენიდან გაიცნო.     20 წლის ასაკიდან დღემდე კი,  რუსთავის დრამატული  თეატრის მსახიობია.  უკვე 6 ათეულ წელზე მეტია,  მის ერთგულ მაყურებელს  არაერთ დასამახსოვრებელი პერსონაჟს  სთავაზობს.

ნათელა მუხულიშვილი ჩვენს რუბრიკაში ,,მიამბე აფხაზეთზე’’ განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებს აფხაზეთს, რომელსაც საქართველოს ულამაზეს ,,სამშვენისს’’ უწოდებს.

აფხაზეთი ჩემს ცნობიერებაში დარჩა , როგორც ,,სამშვენისი’’ ჩემი ულამაზესი ქვეყნის….

აფხაზეთი მარგალიტია, სოხუმი შავი ზღვის დედოფალი

რუსთავის ახლადჩამოყალიბებული თეატრალური დასის პირველ გასტროლს იხსენებს სოხუმში,  თეატრისა,  რომელიც  ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი სახეებით იყო დაკომპლექტებული და მას უდიდესი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა.

მსახიობი კოლეგებს,   აფხაზეთის დრამატული თეატრის ქართული და აფხაზური დასის ცნობილ მსახიობებს იხსენებს და  თავის მოგონებებში ნათლად აცოცხლებს იმჟამინდელ თბილ და ტრადიციულ ურთიერთობებს.

ნათელა მუხულიშვილი  იქაურ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობაც არ ივიწყებს.  როგორც თავად ამბობს, დღემდე ახსოვს  აფხაზური აჯიკის გემო, რომელიც პირველად აფხაზი კოლეგის ოჯახში დააგემოვნა.

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური თატრის მსახიობი ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს 92-93 წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე და იმედოვნებს, რომ    ნამდვილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების წარმოჩენით,  ერთმანეთისთვის შეხსენებით,  მხოლოდამხოლოდ  სიყვარულით მოვიძიებთ ერთმანეთისკენ გზებს.

თქვენ, ჩემო სოხუმელებო, აფხაზეთში მცხოვრებო ჩემო აფხაზებო და ქართველებო, ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, უნდა გავერთიანდეთ და მხოლოდ სიყვარულით უნდა ვეძებოთ ერთმანეთისკენ სავალი გზები

ამ სამშვიდობო გზავნილს აგზავნის ნათელა  მუხულიშვილი ენგურს იქით მცხოვრებ მოქალაქეებთან.

 

By abxa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *