აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2022 წელს 9 თვის საქმიანობის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების თაობაზე.
მინისტრმა ისაუბრა სასწავლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებზე, სხვადასხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებულ დადებით შედეგებზე, კულტურისა და სპორტის მიმართულებით სამინისტროს მუშაობაზე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და დეპუტატებმა მთლიანობაში დადებითად შეაფასეს მინისტრისა და სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და დაგეგმილი ღონისძიებები. სხდომა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

By abxa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *