პროფესიის არჩევისას გავლენა, ლალი მელიას  შემთხვევაში ოჯახს არ მოუხდენია, რადგან ის ოჯახში ერთადერთი ექიმია. ამ პროფესიისადმი ინტერესი მამამისის მეგობარმა გაუჩინა.

„მამაჩემის მეგობარს, ხშირად დავყავდი სამედიცინო კვლევების ინსტიტუტში. ძალიან საინტერესოდ მიხსნიდა, ექიმის  პროფესიის ირგვლივ არსებულ ყველა დეტალს.“

საბოლოო გადაწყვეტილება კი მაშინ მიიღო,  როდესაც პირველი პრაქტიკები სამშობიარო სახლში გაიარა. როდესაც ვნახე, როგორ იბადება ადამიანი, იმ წამიდან გავიაზრე, რომ მინდოდა  ყველა ამ წამის თანამონაწილე გავმხდარიყავი. ეს იმ ინტერესის დაგვირგვინება იყო, რომელიც მამაჩემის უახლოესმა მეგობარმა ამ პროფესიის მიმართ გამიჩინა – ამბობს ლალი მელია. 

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *