ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი იაკობ ოფირი სოხუმელია. სკოლა სოხუმში დაამთავრა. 27 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლიური ქალაქისგან მოწყვეტილს სოხუმზე ფიქრი და მონატრება არასოდეს განელებია. ამჟამად ისრაელში ,,საქართველოს ებრაელთა ისტორიისა და ყოფის აღნუსხვის სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტის’’ გენერალური დირექტორია, რომელიც თავადვე დააფუძნა.

,,ქართულ-აფხაზური  ურთიერთობების ძაფი კიდევ არის შენახული, ეს კავშირები უნდა გაღრმავდეს-ამბობს იაკობ ოფირი და აღნიშნავს,  რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება  გარდაუვალია”.

საინტერესო ბიოგრაფიისა და წარსულის მქონე მეცნიერი  საქართველოში  ხშირად ჩამოდის. ახლახან მონაწილეობდა  თბილისში გამართულ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც თავად ამბობს, ეამაყება რომ სოხუმელია და  საკუთარ  ოჯახთან ერთად, მშვიდობიან სოხუმში ჩასვლაზე ოცნებობს.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *