,,ამ სახლში 2003-2017 წლებში ცხოვრობდა პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია’’-ამიერიდან ეს მემორიალური დაფა თბილისში, მეტეხის ქუჩის 16 ნომერში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ფასადს დაამშვენებს, რომელიც   ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატის გენო კალანდიას სახელისა და ხსოვნის უკვდავყოფის დადასტურებაა.

მემორიალური დაფა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ინიციატივითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაიხნა.

გახნის ღონისძიებას  თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პოეტის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.

მემორიალური დაფის გახსის შემდეგ   აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ  გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლა. საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა და  გენო კალანდიას მეგობრებმა  ისაუბრეს  პოეტის ღვაწლზე, გაიხსენეს და გააცოცხლეს მასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები, მსახიობებმა მისი  რჩეული ლექსები წაიკითხეს. საღამო მუსიკალური კომპოზიციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო-საგუნდო კაპელამ  გაამრავალფეროვნა.თბილისში, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას მემორიალური დაფა გაიხსნა.

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *