საქართველოს საპატრიარქოს იურისტი, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხთა შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძე  მონატრებულ აფხაზეთს იხსენებს. მას ხშირად უწევდა აფხაზეთში სტუმრობა. ყოველ წელს, ოჯახთან ერთად  ნათესავებთან, ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში ჩადიოდა.  ამბობს,რომ ენატრება იმჟამინდელი თბილი და გამორჩეული   ურთიერთობები, ზღვის სანაპიროზე გასეირნება, აფხაზი კოლეგები,  აფხაზური სტუმართმოყვარეობა და  ტრადიციები.

აფხაზეთში ნანახი და განცდილი დადებითი ემოციების შემდეგ,   იქ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე  გულისტკივილით საუბრობს და მომხდარს შეცდომად მიიჩნევს.

ქალბატონი მზექალა ემოციურად იხსენებს 1992 წლის სექტემბერს, როდესაც  „თეთრი მანდილის“ სამშვიდობო ეშელონს სხვა ცნობილ ქალბატონებთან ერთად  ახალგაზრდა იურისტი მზექალა ჭინჭარაულიც მიყვებოდა.  მიდიოდა ცეცხლში გახვეულ  აფხაზეთში, რათა სხვებთან ერთად ეთქვა ,,არა’’ ომისთვის. სამწუხაროდ, ,,თეთრი მანდილის’’ ეშელონმა სოხუმამდე ვერ ჩააღწია. ოჩამჩირიდან უკან თბილისში  დაბრუნება მოუწია.

,,უერთმანეთოთ ვერ ვიქნებით, ვერ ვიარსებებთ , მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად ისევ ერთად ვიქნებით’’ – ასეთია მზექალა ჭინჭარაული-ქარსელაძის  სამშვიდობო გზავნილი აფხაზ დედებთან.

საქართველოს საპატრიარქოს იურისტი  ნდობის აღდგენის პროცესში პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს.

 

 

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *