თქვენო უწმინდესობავ, მინდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, განსაკუთრებული მოწიწებითა და ღრმა პატივისცემით მოგილოცოთ დაბადების დღე. განუზომელია თქვენი წვლილი ერის სულიერი აღმავლობის, ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერების საქმეში. როგორც ერის სულიერი მამა სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, შრომისმოყვარეობის, თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების მაგალითს გვაძლევთ.

თქვენი მოღვაწეობა საქართველოს ერთიანობის, აფხაზეთის საზოგადოების სულიერი სიმტკიცის, კულტურული იდენტობის შენარჩუნების და სახელმწიფოს განუყოფლობის გარანტიაა. მჯერა, თქვენი ლოცვა-კურთხევა შეეწევა თითოეულ ჩვენგანს და ხელოვნური ბარიერებით დაშორიშორებულ საზოგადოებას დაეხმარება გამთლიანებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს, მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

რუსლან აბაშიძე

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *