პარაფარიკაობაში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა   ახალი 2023 წელი ჩემპიონობით  დაიწყო. ირმა ხეცურიანმა   ვაშინგტონში გამართულ ეტლით ფარიკაობის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობის დისციპლინაში ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში უნგრელი მეტოქე 11-ქულიანი უპირატესობით დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იტალიელ პასკუიონოს 15-11 აჯობა.

By admin

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *