,,სოციალური სოლიდარობისათვის”‘- უმაღლესი საბჭოს მორიგი აქცია ჯვარსა და წალენჯიხაში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 140 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ჯვარში და წალენჯიხაში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში არიან განსახლებული..

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარემ ჯემალ საჯაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.

დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იმსჯელეს დევნილი ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

https://www.youtube.com/watch?v=CIXB9Ml70oQ

By abxa

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *